ქართველი სპორტსმენი Kunlun Fight-ის ეგიდით ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირზე ფინალურ ბრძოლას გამართავს და ტაილანდელ ჯომთონგ ჩუვატანას დაუპირისპირდება.
დავით ქირია Glory-ს მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ენდი რისტი ნოკაუტით დაამარცხა.
2009 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა კიოკუშინკაი კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი.
აღსანიშნავია, რინგზე საბრძოლველად გასვლისას ქართველ სპორტსმენს ტრადიციულად, ჩოხა აცვია. როგორც „ნიუპოსტთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში დავითმა განაცხადა, ეს მისთვის ძალიან საამაყო და მთავარი მოტივატორია.
„მეამაყება, როცა რინგზე ქართული ჩოხით გავდივარ. ეს ძალასაც მმატებს და მოტივცაისაც. გარდა ამისა, მინდა ქართული კულტურა და ტრადიციები მსოფლიოს დავანახო” - განაცხადა დავითმა.
Kunlun Fight-ი ჩინელების მიერ დაარსებული კიკბოქსინგის გიგანტი ორგანიზაციაა, რომელიც უმაღლესი დონის ტურნირებს მართავს. Kunlun Fight-ის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა სხვადსხვა ქვეყნის საუკეთესო 64 კიკბოქსიორი.
მასალის გამოყენების პირობები