მისი თქმით, პატრიარქს აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.
პატრიარქს ძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს.
"სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, დინამიკა დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ვფრთხილობთ, რომ რაღაც სავარაუდო გართულებები არ იყოს. მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. პატრიარქი სტაციონარში არ იმყოფება, მკურნალობა საპატრიარქოში მიმდინარეობს"- აღნიშნა მკურნალმა ექიმმა.
მისი თქმით, მართლია ლაბორატორიულად არ დადასტურებულა თუმცა, ყველა სიმპტომით პატრიარქს გრიპის ვირუსი აქვს.
"სპეციალისტების დაკვირვება საჭიროა იმიტომ, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს. ამ ეტაპზე ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს"- აღნიშნა ცისანა შარტავამ "ნიუპოსტთნ" საუბრისას.
ექიმი პატრიარქის მოწამვლის ფაქტსაც გამორიცხავს.
"არა, არავითარი, მსგავსი ეჭვიც კი არ არის. კლინიკა მაგისი არ არის"- განმარტა ილია მეორეს მკურნალმა ექიმმა.
მასალის გამოყენების პირობები






