"შს მინისტრი თანამშრომლების სამსახურებიდან ,,ჰარმონიული“ განთავისუფლებით არის დაკავებული"- სდლ -ს განცხადება
საზოგადოება - 18:46, 26 Dec, 2016     13817
"სამართალდამცავთა ლიგა" შს სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებს მიმართავს. მათი ინფორმაციით, შესაძლებელია სამართალდამცავებს მათი ნების საწინააღმდეგოდ დააწერინონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე კოლეგებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს.
"გვინდა მივმართოთ ჩვენს კოლეგებს, პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თქვენი ნების საწინააღმდეგოდ შესაძლოა მოგიხდეთ განცხადების დაწერა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ უარი განაცხადოთ პატაკის დაწერაზე. ჩვენი ორგანიზაცია მზად არის აღნიშნულ საკითხზე გაგიწიოთ იურიდიული კონსულტაცია.
საქართველოში გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრის გაუაზრებელმა განცხადებებმა მდგომარეობა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაძაბა.
პოლიციის ოფიცრებს დაუცველობის და არასტაბილურობის განცდა გაუღრმავა. მინისტრი, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს ,,ბალასტს“ ანუ ზედმეტ ტვირთს უწოდებს და ამ ,,ტვირთისგან“ გათავისუფლებას ცდილობს , ბუნებრივია პოლიციელების ინტერესებს ვერ დაიცავს. აღნიშნულს ყველა რიგითი ოფიცერი აცნობიერებს. საერთოდ კატასტროფული აღმოჩნდა შს მინისტრის განცხადება ე.წ. ,,ოპტიმიზაციასთან“ და ,,ბალასტის“ მოცილებასათან დაკავშირებით. ამ პროცესების რეგულირება და გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სიების შედგენა იმ დეპარტამენტებისა და სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსებს დაევალა, რომლებსაც როგორც თავად პოლიციელები აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში ,,ცოცხალი დამნაშავე“ ნანახი არც კი ჰყავთ. საინტერესოა, რომ მინისტრი იმ პოლიციელების გაყრას აანონსებს, რომლებმაც პოლიციაში ,,თავისი რესურსი“ ამოწურეს და მათ რეალიზებას სხვა სარბიელზე სთავაზობს. ამ ტრაგიკულ მდგომარეობას ამძიმებს სახელმწიფოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, რაც პირდაპირ აისახება პოლიციელთა და პოლიციელთა ოჯახების ქონებრივ ყოფაზე. ნაცვლად იმისა შს მინისტრმა კურსი აიღოს რიგით ოფიცერთა ეკონომიკური და სოცილური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ის საკუთარი თანამშრომლების სამსახურებიდან ,,ჰარმონიული“ განთავისუფლებით არის დაკავებული, რასაც არა ერთი უცხო სიტყვის დაუფიქრებლად წამოსროლით ნიღბავს"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42