შეხვედრაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულებმაც წაიკითხეს ლექსები ცნობილი პოეტებისისა და საკუთარი შემოქმედებიდან.
სტუმრებმა N8 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები და ჟურნალები გადასცეს.
პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან დუმბაძემ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.
„N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოვიტანეთ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები. მათ შორისაა დღიურები, პროზა და პოეზია იმ მწერლებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცოცხალ წიგნებში“. ძალიან ხშირად უნდა იყოს მსგავსი ღონისძიებები, რათა ამ ბავშვებს ვაჩვენოთ ბევრი სითბო და სიყვარული“- განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.
პოეზიის საღამო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შორის დადებული უწყებათაშორისი მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა. მისი მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა.
მასალის გამოყენების პირობები






