ნაჭყებია ადასტურებს, რომ პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" ერთ-ერთ დამფუძნებელთან ერთად ორგანიზაცია "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრი იყო.
"ინფორმაცია, რომელიც შეეხება „თბილისი 24“-თან ვლადიმერ ბედუკაძესთან კავშირს ეს არის თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია და სიცრუე. ბედუკაძეს „თბილისი 24“-თან შეხება არ აქვს და არც არასდროს ჰქონია. მე ვარ ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი"- აღნიშნა ნაჭყებიამ.
შპს „თბილისი 24“- ის დირექტორი ირწუნება, რომ არხი პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი არ იქნება.
"დამისახელეთ ორგანიზაცია, დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ პრორუსული პოლიტიკის გამტარები ვართ, გვაინტერესებს საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. რუსული პოლიტიკის გამტარები არანაირად არ ვიქნებით. ძალიან ბევრ ცნობილ ჟურნალისტთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ეს არხი არ იქნება პრორუსული"- აღნიშნა გოჩა ნაჭყებიამ.
"ნიუპოსტის" კითხვაზე რომელიც „თბილისი 24“-ის ვებ გვერდზე ანტი დასავლურ და ანტი ამერიკულ სტატიების სიმრავლეს შეეხებოდა სააგენტოს დირექტორმა თქვა, რომ "მისი სააგენტო ყველაფერს აშუქებს. უცხოეთის ამბები კი რუსული საიტებიდან ითარგმნება".
"ქვეყნის საგარეო კურსი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. რაც შუქდება მე ძირითადად თარგმნილი მაქვს რუსული სააგენტოებიდან. ჩემთვის არ არსებობს პრორუსი, პროდასავლელი, მთავარია მშვიდობა იყოს"- დასძინა ნაჭყებიამ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს "თბილისი 24" კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა.
მასალის გამოყენების პირობები






