უშუქოდ და საკვების გარეშე ახალ წლის მოლოდინში - გაგნიძეების 6-შვილიანი ოჯახის უკიდურესი სიდუხჭირე
საზოგადოება - 16:28, 26 Dec, 2016     19229
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.

ეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბატონი გოგიტა, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო ფიზიკურად ვეღარ შრომობს, არ შეუძლია ოჯახის რჩენა და ბავშვების გამოკვება. ჯანმრთელობის გაუარესებამდე იგი ხან მშენებლობაზე მუშაობდა, ხან მტვირთავად, ახლა კი, ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი.

სოციალური დახმარება ძალიან მცირეა და ოჯახის თითო წევრზე დაახლოებით დღეში 3 ლარი გამოდის... ეს თანხა საკვებში, წამლებში და კომუნალურ გადასახადებში უნდა ეყოთ! ამის წარმოდგენაც კი ძნელია!

ელექტროენერგიის დავალიანების გამო, მათ რამდენიმე კვირა დენიც კი არ აქვთ და პატარებს სანთლის მბჟუტავ შუქზე უწევთ გაკვეთილების მომზადება.

საკვები დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ, მათ ყოველთვის არ შეუძლიათ პირველადი საჭიროების პროდუქტების ყიდვა, ხოლო ბავშვები საახალწლოდ ტკბილეულით რომ გაახარონ, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ოთახი, რომლშიც ოჯახი იმყოფება, საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ჭერიდან წყალი ჟონავს, კედლები დაბზარულია, ზოგიერთ ფანჯარაში შუშებიც კი არ არის. მიუხედავად ასეთი სიდუხჭირისა, ბავშვები კარგად აღზრდილები, ჭკვიანები და ზრდილობიანები არიან.

უფროსი ნიკას ოცნება კულინარიულ სასწავლებელში სწავლაა, მას უნდა რომ მზარეული გამოვიდეს და გემრიელი საჭმელი მოუმზადოს პატარა და–ძმას.

გაბრიელი 12 წლისაა, კარგად ცურავს და უნდა რომ მაშველი გახდეს.

11 წლის მარიამი კარგად სწავლობს, ძალიან უყვარს ისტორიული რომანების კითხვა და უნდა რომ მასწავლებელი გახდეს. მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი წიგნია!

7 წლის ლუკა და 6 წლის საბა ფეხბურთელობაზე ოცნებობენ. როცა გაიზრდებიან საქართველო უნდა ასახელონ.

ყველაზე პატარა ბარბარე, თოჯინა ბარბიზე ოცნებობს, და კიდევ მისი ყველაზე დიდი ნატვრაა დაბადების დღისთვის, 30 დეკებერს ლამაზი ტორტი რომ ჰქონდეს. მას არასოდეს ჩაუქვრია ტორტზე სანთლები და არასოდეს ჩაუფიქრებია სურვილი დაბადების დღეზე...

გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ოჯახის კრიზისიდან გამოყვანას. მათ ამჟამად ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროებათ.

გთხოვთ, წინასაახალწლოდ გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაეხმარეთ პატარებს. მათ ხომ არავინ აჩუქებს საახალწლო საჩუქარს, ვერავინ აასრულებს მათ ოცნებებს ჩვენს გარდა! ამ ბავშვებს საახალწლო სურვილიც კი მხოლოდ ერთი აქვთ, თოვლის ბაბუას სთხოვენ, რომ მათ ოჯახში პროდუქტები მოიტანოს... სხვას არაფერს!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას გაგნიძეების ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი დახმარებაც კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გაგნიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/169/

ამ სადღესასწაულო დღეებში არ დარჩეთ გულგრილი ამ ბავშვების მიმართ და გაკეთებული სიკეთე თქვენს შვილებს ასმაგად დაუბრუნდება!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42