ანასტასია ზაალიშვილს, რომელსაც ბიოფსიის პასუხების შედეგად, მედულობლასტომა IV სტადიის, ( ავთვისებიანი სწრაფმზრდადი) სიმსიმვნე დაუდგინდა, თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განაცხადა, ყველა ხარჯს "სოლიდარობის ფონდი" და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
როგორც ცნობილია, ანასტასია ზაალიშვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვის მშობლების განმარტები, მდგომარეობა სწორედ ოპერაციის შემდეგ დამძიმდა.
"გამარჯობა, მე ვარ ანასტასიას ბებია. პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, უკლებლივ. თქვენ რომ არა და თქვენი თანადგომა, ანასტასია ყველაფერს ფატალური შედეგით დაამთავრებდა. იმის წარმოდგენაც მზარავს, რომ არ გადმოეყვანათ ბავშვი, ამას რა შედეგი მოყვებოდა. "მედიკალ პარკის" ექიმები გაოცებულები და შეშფოთებულები არიან საქართველოს ექიმების ნამოქმედარით. ბავშვს არასწორად ჰქონდა გაკეთებული დრენაჟი და მთელი თავი ლიქოლის სითხით იყო გაჟღენთილი. ღმერთს მადლობა, რომ დროულად, თქვენი დახმარებით ბავშვი სიკეთის გზაზე და გადარჩენის გზაზე დააყენეთ. იმ სიხის დაკარგვის შემდეგ, ბავშვი სასწაულად არის გადარჩენილი. არ დანებდეთ ხალხო და ცა და მიწა შესძარით, რომ ეს კლინიკა დაიხუროს. აქაურმა მედ-პერსონალმა მაგ კლინიკის საბუთები გადაყარეს. ახლიდან უტარებენ ბავშვს გამოკვლევებს. იმედია, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდება. ყველას, ვისაც შვილი იაშვილის კლინიკაში ჰყავს, უკლებლივ ყველამ გადაიყვანეთ სხვა საავადმყოფოში. არამც და არამც იაშვილის კლინიკას არ გააკაროთ. მთელი მედ-პერსონალი არაფრის მცოდნეები და არაფრის მაქნისები. ხისძირში აქვთ დამთავრებული, ნაყიდი დიპლომებით ბავშვებზე ცდებს აწარმოებენ, სასაკლაო აქვთ გახნილი. გასაუქმებელია, თავის მედპერსონალით", - წერს სოციალურ ქსელში ბავშვის ბებია.
,,ნიუპოსტი“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ უახლოეს დროში ისინი სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






