სამუშაოების მიმდინარეობა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა მოინახულეს. ლევან დვალის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.
„30 წელზე მეტია ხრამ-არხზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მიმდინარე რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას."- აღნიშნა პაატა ხიზანაშვილმა.
2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 23 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 46 250 ჰეტქრამდეა გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები






