შსს-მ წინასაახალწლოდ „თბილისი მოლში“ ბავშვებისთვის იმიტირებული „უსაფრთხო ქალაქი“ მოაწყო
საზოგადოება - 11:29, 25 Dec, 2016     2048
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოზარდებში მართლწესრიგის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 24-25 დეკემბერს „თბილისი მოლში“ იმიტირებული „უსაფრთხო ქალაქი“ მოაწყო.

იმიტირებულ ქალაქში შსს-ს მომსახურების სააგენტოს, დაცვის პოლიციის და „112“-ის თანამშრომლებმა ბავშვებს და მოზრდილებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს:

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, „უსაფრთხო ქალაქში“ „დაცული სახლი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებს სხვადასხვა საინტერესო შემეცნებითი კონკურსი შესთავაზა. ასევე, მოეწყო სახატავი კუთხე და დარიგდა სუვენირები. პატარებს საშუალება ჰქონდათ, დაცვის პოლიციელის ფორმაში ფოტოებიც გადაეღოთ. „დაცული სახლის“ ტერიტორიაზე ბავშვებს ანიმატორები ართობდნენ.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარეს. მოზარდებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, ევროპის ჩემპიონმა ძარიანი ავტომობილებით რბოლაში, დათა ქაჯაიამ უმასპინძლა და მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნო. სპორტულ ზონაში, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ბანერის წინ, განთავსდა სპეციალური კვარცხლბეკი, სადაც სტუმრებს სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა წარმოადგინა საბავშვო პროექტი „კოსმოსური ხომალდი“, სადაც ბავშვებს „112“-ის ოპერატორები ფუტურისტული იმიჯით დახვდნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს. ხომალდის კაპიტანმა გამარჯვებულებს უნივერსალური საშვები გადასცა, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ „112“-ში მოხვდებიან და პირადად ნახავენ, როგორ ეხმარებიან ცენტრის ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42