“თქვენ ჭამეთ გრაფიკი” - ამ სახელწოდების აქცია გამართავს არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი ხვალ 17:00 საათზე თბილისის პარლამენტის შენობის წინ.
“იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, საკვების ფასი იმატებს და მოსახლეობა ახალ წელს ცარიელი მაცივრითა და ჯიბით ხვდება, მთავრობა არ იკლებს გართობას, რესტორნებს და ჩვენ ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გიწვევთ ყველას, რათა ერთად გავაპროტესტოთ ხალხის მიზანმიმართული გაღარიბება და მთავრობის მხრიდან მოსახლეობის აზრის უგულვებელყოფა.
გაძვირებული დენი გრაფიკით, საწვავზე გაზრდილი ფასები, გაძვირებული მედიკამენტები, გაძვირებული საკვები და ამ ფონზე მთავრობა თვალებში ნაცარს გვაყრის და გვიმტკიცებს, თითქოს ყველაფერი კარგად არის“ - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






