„ინტერესიდან გამომდინარე ვწერ დღევანდელ ინფორმაციას ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით. თურქეთში კლინიკა „მედიკალ პარკი“ მზად არის ბავშვი მიიღოს და მოგვარებულია რეანომობილის საკითხიც. კლინიკა ესაუბრება იაშვილის კლინიკას. ბავშვის მდგომარეობა თუ მოგვცემს საშუალებას ( და ამას მხოლოდ ექიმები საზღვრავენ და მათ საბოლოო დასკვნას ელოდებიან) ბავშვის ტრანსპორტირება მოხდება დღესვე. იმ შემთხვევაში თუ 1%-იანი რისკიც ახლავს ფრენას დაელოდებიან მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვაკონკრეტებ ყველა ხარჯს ფარავს სოლიდარობის ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო“, - წერს ნინო კობახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს სასწრაფოდ მკურნალობა ესაჭიროება. მშობლების ინფორმაციით, გოგონიას ბიოფსიის პასუხების შედეგად, მედულობლასტომა IV სტადიის, ( ავთვისებიანი სწრაფმზრდადი) სიმსიმვნე დაუდგინდა.
მასალის გამოყენების პირობები






