როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, კრეტაზე ჩატარებულ კრებასთან დაკავშირებით შეიქმნა საღვთისმეტყველო კომისია, რომელიც იქ მიღებულ დოკუმენტებზე იმუშავებს. მეუფეს თქმით, სინოდზე საუბარი იყო ტაძრებსა და სამღვდელოებასთან საკვირაო სკოლების შექმნასა და მათ უფრო აქტიურ საქმიანობაზე. გარდა ამისა, როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, დღესასწაულებზე მუზეუმებიდან სიწმინდეების გამობრძანება მოხდება.
,,განვიხილეთ ეპარქიებში არსებული მდგომარეობაც - ეპარქიებმა დამატებით უნდა განახორციელონ თავიანთი მოღვაწეობა სხვადასხვა მიმართულებით: ეს იქნება სოფლის მეურნეობა, სამრევლოები თუ საკვირაო სკოლები. გარდა ამისა, საუბარი იყო დღესასწაულებზე მუზეუმებიდან სიწმინდეების გამობრძანების შესახებ. ასევე მოვისმინეთ საქართველოს ეკლესიის მისიონერული განყოფილების საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.
მასალის გამოყენების პირობები






