საპატრიარქომ დაპირისპირებულ სასულიერო პირებს მითითება მისცა - სინოდი სხდომის დეტალები
საზოგადოება - 15:31, 22 Dec, 2016     6203
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დმანისის მიტროპოლიტმა მეუფე ზოსიმემ.

კითხვაზე, ასევე ხომ არ იმსჯელეს იმაზე, რომ დავით ისაკაძე თეოდორე გიგნაძეს ეძახის მწვალებელს, ზოსიმემ განაცხადა, რომ საპატრიარქომ მათ მითითება მისცა:

"მითითება მიეცათ, რომ ასეთი რაღაც არ მოხდეს ეკლესიაში,"- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრემ. ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსი აცხადებს, რომ აუცილებელია აღდგეს საეკლესიო სამართალი. მეუფე დიდი საეკლესიო კრების მოწვევის შესაძლებლობაზეც საუბრობს.

„თუ სინოდს არ შესწევს ამის ძალა, მაშინ აუცილებლად უნდა მომზადდეს ე.წ. დიდი საეკლესიო კრება, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები, რაღაც რუის-ურბნისის მსგავსი, სადაც ყველა საკითხი ღვთის წყალობით მოგვარდება და საქართველოს შესწევს ამის ძალა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე პეტრე პატრიარქის მდივან რეფერატს შორენა თეთრუაშვილს ეკელსიაში არსებულ პრობლემებში ბრალს სდებს და წმინდა სინოდის სხდომაზე საკითხის დაყენებას აპირებდა. მეუფე აცხადებდა, რომ სწორედ მის ხელშია მოქცეული განუსაზღვრელი ძალაუფლება.

,,მთავრი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში არის განუსზღრველი ძალაუფლება პატრიარქის მდივნის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება პრობლემების შექმნა. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია. აუცილებლად უნდა აღსდგეს საეკლესიო სასამათლო და ეს პრობლემებო მოგვარდება.

მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება არის თავი ამ პრობლემებისა, რუხი კარდინალის არსებობა მისი სახით“ - განაცხადა სინოდის დაწყების წინ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42