სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ტარიფებზე შესაძლოა დაახლოებით 2 თეთრიანი ზრდა მოხდეს.
ცალაგაშვილის ვარაუდით, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა გაცილებით მაღალი იქნება და ეს დაახლოებით 9-10 თეთრს შეადგენს.
„თბოსადგურების ტარიფი გაიზარდა და არ გაზრდილა მცირედით, რისი საშუალოც საკმაოდ დიდი ციფრი გამოვა, გაიზარდა ენგურის ტარიფი დაახლოებით 25%-ით და ეს უმნიშვნელო არ არის, გაიზარდა ვარდნილების ტარიფი, პრაქტიკულად არაფერი არ არის დარჩენილი და საბოლოო ჯამში, თუ გვსურს, რომ სისტემა არ დაინგრეს, კომისიას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოუწევს.
თუ გვსურს, რომ არ ვიყოთ სიბნელეში და გრაფიკის რეჟიმში, სამომხმარებლო ტარიფი მინიმუმ 1,8 – 2 თეთრით გაიზრდება ელექტროენერგიაზე, რაც შეეხება გაზს, ალბათ უხეში გათვლებით, 9-10 თეთრით“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






