ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი საუკეთესოდ აღიარეს
საზოგადოება - 19:06, 21 Dec, 2016     1599
ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილმა წიგნმა „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ გურმანების სამზარეულოწიგნების მსოფლიო დაჯილდოების ნომინაციაში - „ღვინოზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნი“ - გაიმარჯვა.


ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის (For The Love of Wine: My Odyssey through the World’s Most Ancient Wine Culture’) პრეზენტაცია ნიუ-იორკში მიმდინარე წლის ნოემბერში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW New York-ის ფარგლებში გაიმართა და ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა.

„ქართული ღვინის დიდი ისტორია შესანიშნავადაა გადმოცემული მისი ღირებულებების ღრმა შეფასებით, გამოწვევებითა და ღვინის კულტურის მნიშვნელობით. ყველა, ვისაც ღვინის მიმართ ინტერესი აქვს, შეიყვარებს ამწიგნს“ - აღნიშნა გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ჟიურის თავმჯდომარემ, ედუარდ ქონთრიუმ. აღნიშნული ღონისძიება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ტარდება.

ფრაგმენტები ფეოირინგის წიგნიდან 2016 წლის ზაფხულში ჟურნალ New York Times-ში გამოქვეყნდა. ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხის “ქარვისფერი” ღვინის შემქმნელი, რომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველის ისტორიით. „ქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა, მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეა, ქართველებს დიდი რწმენა აქვთ, უფლის რწმენა, ყურძნის რწმენა, ღვინის რწმენა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილია” - მიიჩნევს ავტორი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე სტუმრობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42