,,უმკაცრესად გაკონტროლდეს მედია და არასამთავრობოები“ - ვასაძის მიმართვა ხელისუფლებას
საზოგადოება - 20:11, 20 Dec, 2016     5838
ბიზნესმენი და წოდებით რაინდი ლევან ვასაძე ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს და მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გასაკონტროლებლად საზოგადოებრივი კომისიის შექმნას მოითხოვს. მისი თქმით ქვეყნის ტრადიციული ღირებულების შეურაცხყოფის შემთხვევაში ისინი მკაცრად უნდა დაისაჯონ და საქმიანობა აეკრძალოთ. ვასაძის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას!

სასწრაფოდ მიიღოს საკონონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც მედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს გააკონტროლებს. ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს წინა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მოქალაქეებისა და საქმოსნების რეაბილიტაციისა და კომპენსაციის პროგრამა. პასუხისგებაში უნდა მიეცნენ წინა რეჟიმის იდეოლოგები, რომლებიც აგრძელებენ თავისუფალ ცხოვრებას საქართველოში, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და საჯაროდ დასცინიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. თუ ამ ღონისძიებების გატარების პროცესში თქვენ გამოიწვევთ შეშფოთებას გარკვეულ უცხოურ წრეებში, ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ თქვენი მადლობელი იქნება. თუ ამავე პროცესში საქართველოს დააქვეითებენ ჭინკური ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში, მიიღეთ ეს როგორც ჯილდო და ნიშანი იმისა, რომ ეტყობა რაღაცას აკეთებთ ქვეყნის სასიკეთოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, ჩვენს ქვეყანას ელოდება კიდევ უფრო მეტი როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული არეულობა და განსაცდელი, ხოლო თქვენ კი იმ მატერიალური ძალაუფლებისა და რესურსების დაკარგვა, რომელსაც გეჩვენებათ რომ ასე ჭკვიანურად უფრთხილდებით. გვიახლოვდება კაციობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის გამომწვევი ე.წ. დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავი. მთელ მსოფლიოში ისევ ტრიალებს მესამე მსოფლიო ომის სახიფათო სურნელი. არნახულად გაზრდილია ძალადობა და აგრესია ტრადიციული ქვეყნების ცხოვრებაში, დემოკრატიის და ლიბერალიზმის დაცვის სახელით. უხეში სამხედრო ძალის ჩარევის შედეგად იხოცება და სახლიდან იდევნება მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. რომელიც ბუნებრივია, კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია. ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ, ლოკალურ გამოვლინებებს ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც ბუნებრივია კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია. ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ ლოკალურ გამოვლინებებს, როგორც ყოველთვის, აგრესიის მთავარი სამიზნე არის ჩვენი ეკლესია, ოჯახი და ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ქვეყნის ცენტრალური ტელეარხებიდან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ქცეულა გაუნათლებლობის, უგემოვნების, აგრესიისა და უზნეობის მთავარ წყაროებად. გაისმის მოწოდებები ეკლესიაზე შეტევისაკენ. ჩვეულებრივ ამბად იქცა საჯაროდ ცნობილი გარყვნილი არაადამიანების მხრიდან, ქართული ოჯახური და ეროვნული ტრადიციების დაცინვა და შეურაცხყოფა. ყველაზე საშიში ის არის, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. უკვე დაიწყო ჭინკების ცემა-ტყეპა ხალხის მხრიდან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის თქვენი პასიურობის შედეგი. როდესაც ხალხი ხედავს მის ღირსებას არ იცავს მისი რჩეული კანონიერი ხელისუფლება, იგი საკუთარ ხელში იღებს ამ ღირსების დაცვის სადავეებს. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია. რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. რომელიც მკაცრად დასჯის და საქმიანობას აუკრძალავს თითოეულ მათგანს ქვეყნის ტრადიციული ღირებულების შეურაცხყოფის შემთხვევაში.“- აღნიშნულია ლევან ვასაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42