ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტის ცემის ფაქტის გამო შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს
საზოგადოება - 17:15, 20 Dec, 2016     2829

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. ხატიაშვილი პრემიერ კვირიკაშვილსაც მიმართავს და პრემიესტრიგან მინისტრისგან მოითხოვს მღებრიშვილის მინისტრად წარდგენის გამო გააკეთოს განცხადება

"გაუგონარი და ამაზრზენი ფაქტის მომსწრენი გავხდით კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ მშვიდობიან მოქალაქეზე განხორციელდა ძალადობა, სავარაუდოდ, მთვრალი პოლიციელები თავს დასხნენ ჟურნალისტ გიორგი გასვიანს და უმოწყალოდ სცემეს.
სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, არ გააჩნია პლიტიკური ნება, არ აქვთ გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა რათა პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე ჩაატარეს ეფექტური გამოძიება და მოძალდე დასჯილი იქნას კანონის მთელი სიმკაცრით. განასკუთრებით აღმაშფოთებელია თავისუფალი პროფესიის მქონე პირებზე თავდასხმები. გასულ წელს, ადვოკატი გიორგი მდინარაძე იქნა ნაცემი მოძალადეების მიერ. ცნობილია ყველა მოძალადის ვინაობა, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობამ წაახალისა მოძალადეები, რომლებიც გაუსწორდნენ ჟურნალისტ გიორგი გასვიანს.
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო, ერთხელ მაინც, ქვეყანაში ჩაატური ეფექტური გამოძიება.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ზარზეიმით აღნიშნა ადამიანის უფლებათა დღე, სადაც ვწერდი ქვეყანაში გამეფებულ განუკითხაობაზე და ფაქტებით ვასაბუთებდი ამას. ასევე, ახალი მთავრობის დამტკიცების დროს მღებრიშვილის და წულუკიანის მინისტრებად დანიშვნას ბოიკოტი გამოვუცხადე, ვიცოდი, ქვეყანაში გაიზრდებოდა პოლიციელთა უკანონო თარეში და განუკითხაობა. ასეც მოხდა! არ გამიკვირდება, თუ მოძალადე პოლიციელს დააწინაურებენ ან მადლობას გამოუცხადებენ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ეგუება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ წამებაში ბრალდებული პოლიციელების სამსახურებრივ დაწინაურებას, რაც არ მომხდარა არცერთ ქვეყანაში. რევაზ ქობულია დანიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება დვალიშვილის წამების თაობაზე წყალტუბოს პოლიციაში. სანამ პოლიციელმა იცის, რომ მან შეიძლება აწამოს მოქალაქე და ეს შერჩება. ქვეყანაში წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა გაგრძლდება.
სანამ, სამოქალაქო საზოგადოება არ გაერთიანდება და არ იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი ერის, საკუთარი ოჯახის წინაშე, შოკისმომგვრელი ძალადობის ფაქტები კიდევ ბევრი გვექნება.

მე, ზაზა ხატიაშვილი მოვითხოვ სასწრაფოდ იქნას მოშორებული საქართველოს მთავრობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი, პასუხისმგებლობა აიღოს პრემიერ- მინისტრმა მღებრიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენის გამო, პროკურატურამ გამოიძიოს ვანდალური თავდასხმა ჟუნალისტზე და უმკაცრესად დაისაჯოს მოძალადე პოლიციელები. მთავარმა პროკურორმა აიღოს პასუხისმგებლობა გამოძიების ეფექტიანი ჩატარების გამო"- აღნიშნულია ხატიაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42