კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 21 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის N34 კორპუსების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ «ზაჰესზე» სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






