კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ პარლამენტს ახალი, დაზუსტებული წერილით მიმართა
საზოგადოება - 12:17, 20 Dec, 2016     2411
კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ საქართველოს პარლამენტს წერილის ახალი, დაზუსტებული ვარიანტი წარუდგინა, რომელშიც კომპანია დეტალურად განმარტავს ინციატივის შინაარსს. „m2 უძრავი ქონება“ მხოლოდ დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმების ინიციატივით გამოდის:

„ჩვენი ინიციატივა ეხება კონკრეტულად ერთ საკითხს - მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებით კერძო მესაკუთრეების ტერიტორიაზე არსებული დაავადებული ნარგავების მოჭრის უფლებების მიღებას კომპენსაციის გადახდის გარეშე. მიგვაჩნია, რომ დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა წარმოადგენს საშიშროებას ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ნარგავების დაზიანების თავლსაზრისით. შესაბამისად, დაავადებული ნარგავებისაგან ქალაქის ტერიტორიის გათავისუფლების სტიმულირება შედის ქალაქის ინტერესებში. გთხოვთ ეს ინიციატივა განიხილოთ დაჩქარებული წესით“. - ნათქვამია წერილში.

რაც შეეხება ჯანსაღი ხეების მოჭრის საკითხს, კომპანია განმარტავს, რომ წინა წერილში აღნიშნული საკითხი არასრულფასოვნად იყო ჩამოყალიბებული და საზოგადოებას ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევდა. m2 პარლამენტში შეტანილ, დაზუსტებულ წერილში ხაზს უსვამს, რომ კომპანია მხოლოდ კანონის დაზუსტებასა და უფლება-მოვალეობების მკაფიოდ განსაზღვრას ითხოვდა, რაც, m2-ის აზრით, საზოგადოების ინტერესებში შედის. კომპანია განმარტავს, რომ მსგავსი ინიციატივა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. m2 თვლის, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობა ბუნდოვანია და არ იცავს არც მწვანე საფარს და არც ქალაქის ურბანულ განვითარებას. - წერია განცხადებაში.

m2 წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ კომპანიის ინიციატივა არასრულფასოვნად იყო ჩამოყალიბებული და აჩენდა ლეგიტიმურ შეკითხვებს მის შინაარსთან დაკავშირებით. m2 იმედოვნებს, რომ ახალ ინიციატივაში კომპანიის აზრი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაინტერესებულ პირებთან ერთად ამ საკითხზე იმუშაოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42