სალომე დუმბაძეს და მის ბაბუას ჩვენი დახმარება სჭირდებათ
საზოგადოება - 17:52, 19 Dec, 2016     62305
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ სასიცოცხლო დახმარებას უწევს საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მათ შორის პატარა ბავშვებსაც.

სალომე დუმბაძე მხოლოდ 2 წლისაა, დაბადებიდან ავადაა და მისი გაუსაძლისი ტკივილების შემყურე, მთელი ოჯახი იტანჯება.

მესამე შვილს ოჯახში დიდი სიხარულით ელოდნენ. გოგონას დაბადება განსაკუთრებით უფროს დებს, მარიამს და ანას ახარებდა. ისინი ოცნებობდნენ, რომ პატარა დაიკოს პრინცესასავით მორთავდნენ და ერთად ბევრს ითამაშებდნენ. მაგრამ მათი ოცნებები ვერ ასრულდა. სალომე უამრავი თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადა. მას ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, არ შეუძლია ყლაპვა და ამის გამო გოგონას ნაზოგასტრალური მილის საშუალებით კვებავენ.

შვილის ავადმყოფობა უდიდესი დარტყმა იყო. სალომეს მკურნალობისთვის ოჯახმა ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურა და ახლა ისინი კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები. მიზერული სოციალური შემწეობა საჭირო წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნით.

სალომეს თანატოლები უკვე ლაპარაკობენ, ამბობენ ლექსებს და თავიანთი „მიღწევებით“ მშობლებს ახარებენ. სალომე კი დაბადებიდან წევს, მას სულ მაღალი სიცხეები აქვს და ხშირი გულყრებით იტანჯება. პატარას კბილებიც კი არ ამოსვლია, ხელებს და ფეხებს ვერ ამოძრავებს და ვერც კი ჯდება.

დუმბაძეების ოჯახში, სალომეს გარდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ბაბუა თამაზს აქვს. დიაბეტი გამო მისთვის ორივე ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.

დუმბაძეების ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება. მათ არანაირი საარსებო საშუალება არ გააჩნიათ. დედა იზო და მამა აკაკი ვერ მუშაობენ. ისინი შვილის და ბაბუის პრობლემებით ცხოვრობენ. სალომე ხშირად საავადმყოფოში წევს და როდესაც მასთან დედაა, სახლში უფროს შვილებს და ბაბუას ბატონი აკაკი უვლის. აი ასეთ უმძიმეს ვითარებაში უწევთ მათ ცხოვრება. საკუთარი ძალებით ამ პრობლემებს ისინი თავს ვერ დააღწევენ.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გთხოვთ გვერდში დაუდგეთ ამ ოჯახს. თქვენი ნებისმიერი სახის უმნიშვნელო დახმარებაც კი მათ მომავლის იმედს ჩაუსახავს!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმუოჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სალომე დუმბაძე) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/168/

დაეხმარეთ ამ პატარა ანგელოზს და სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენ და თქვენს შვილებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42