ამ სკოლას, ჭავჭავაძეების სასახლის კომპლექსსა და კიდევ სამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
,,ნიუპოსტმა“ პატარა მეჯვრისხევის ისტორიულ სკოლასთან დაკავშირებით ვრცელი მასალა მოამზადა, მოსახლეობამ ხელისუფლებისგან შენობის გადარჩენას ითხოვდა და ამ მიზნით მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს.
როგორც ,,ნიუპოსტმა“ გაარკვია, შენობის მასალით დაინტერესება 8 ოქტომბრის არჩევნების დროს მოხდა.
სკოლის დემონტაჟი დროებით გაჩერებული იყო, რადგან სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით იქ ზედამხედველობის სამსახური მივიდა და სამუშაოები შეაჩერეს.
მასალა, რითაც შენობაა აშენებული შესაძლოა უფრო ადრინდელია, რადგან ეს სკოლა დაარსებულია 1876 წელს დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით. ეს იყო აზნაურის სახლი, სადაც დაარსდა 2-წლიანი სკოლა სოფლად მცხოვრები გლეხებისა და შეჭირვებული ხალხისთვის.
,,ნიუპოსტს“ შენობის მარნის ფოტოებიც მაიწოდეს, რომელიც სპეციალისტების თქმით, უნიკალურია და მოწმობს, რომ იმ დროისთვის მაშინდელი თანამედროვე სისტემით იყო აშენებული.
მასალის გამოყენების პირობები






