საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის 2016 წლის საქმიანობის შეჯამება
საზოგადოება - 18:03, 17 Dec, 2016     1534

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის 2016 წლის საქმიანობის შეჯამება, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"უფლებების დარღვევის აღმოფხვრის და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ოფისებში არსებული იურიდიული დახმარების ცენტრების მეშვეობით ახორციელებს უფასო სამართლებრივ დახმარებას. ყოველწლიურად ამ შესაძლებლობით არაერთი პირი სარგებლობს.

2016 წლის განმავლობაში საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრმა სამართლებრივი კონსულტაცია (პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები) გაუწია 14 000-ზე მეტ პირს. გარდა სამართლებრივი კონსულტაციებისა, საია დაეხმარა პირებს სამართლებრივი დოკუმენტების (სარჩელი, საჩივარი, განცხადება, შესაგებელი და სხვა) შედგენაში. 2016 წლის განმავლობაში სამართლებრივი დოკუმენტი მოუმზადდა 900-ზე მეტ პირს.

2016 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად მოქალაქეები შემდეგ საკითხებზე მოგვმართავდნენ:

· შრომითი უფლებების დარღვევა

· სახელშეკრულებო ურთიერთობები

· ალიმენტის დაკისრება, განქორწინება, მშობლის უფლების შეზღუდვა

· მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება

· აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები

სამართლებრივი დახმარება ასევე გაეწიათ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს. 2016 წლის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებებიდან 1600-ზე მეტმა პირმა მოგვმართა.

საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრმა 2016 წლის განმავლობაში საერთო სასამართლოებში საადვოკატო წარმომადგენლობა განახორციელა 106 საქმეზე, რომელთაგან 28 საქმე უკვე დასრულდა, ხოლო 78 საქმის განხილვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში გრძელდება.

წარმატებით დასრულებული საქმეების შედეგად:

· საწარმოო ტრავმით დაზარალებულმა პირმა დამსაქმებლისგან კომპენსაცია მიიღო;

· ხუთმა პირმა, რომელთაც პოლიცია წვრილმანი ხულიგნობისა ან/და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, სასამართლო დავა მოიგო;

· დევნილმა პირმა აფხაზეთში არსებული ქონების წინასწარ რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავა წარმატებით დაასრულა;

· ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ;

· ბიოლოგიურ დედას მიეცა შესაძლებლობა ყოფილი ქმრის თანხმობის გარეშე მოეხდინა ემბრიონის ტრანსფერი სუროგატის სხეულში;

· დევნილმა საცხოვრებლის გადაცემასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მოიგო;

· საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ დასრულდა;

· სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

· 2 პირი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ერთი პირის მიმართ პროკურატურამ წარდგენილი ბრალდება მოხსნა;

· დევნილმა პირმა აღიდგინა უკანონოდ ჩამორთმეული დევნილის სტატუსი;

· პირს აუნაზღაურდა უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი;

· იერსახის დამახინჯების საფუძვლით პირის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, რადგან არ დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენა;

· მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე პირებს მიეცათ შესაძლებლობა მათ მიერ არჩეულ ადგილასა და ფორმით განეგრძოთ პროტესტი;

· უკანონო და დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებული პირის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

2017 წელს როგორც თბილისში, ასევე რეგიონულ ოფისებში საია კვლავაც გააგრძელებს უფასო სამართლებრივი დახმარების განხორციელებას და სტრატეგიულ სამართალწარმოებას"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42