ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერი გაიხსნა
საზოგადოება - 16:36, 17 Dec, 2016     2536
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერი გახსნა. დასასვენებელი ადგილი 2800 კვადრატულ მეტრზე მოეწყო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ შადრევანს, მოეწყო თანამედროვე საპარკე ფურნიტურა. კერძოდ : დაიდგა საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, ასევე გაკეთდა საბავშვო სათამაშო მოედანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა ტერიტორია, დაირგო 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, 1000 კვადრატულ მეტრზე კი დაიგო ქვაფენილი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას გაცხადებით, ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სკვერი შეემატა.

„აღნიშნული სკვერით, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს, არამედ გვერდით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც .მნიშვნელოვანია , რომ ბოლოს სკვერი 1979 წელს შეაკეთეს, ამის შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული. კეთილმოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის კუთხითაც ჩატარდა, ზაფხულიდან შადრევანიც დაიწყებს ფუნქციონირებას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილიც იმყოფებოდნენ.

კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდა. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია შპს „ქართლმა“ ჩაატარა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42