ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმო გახსნა
საზოგადოება - 12:39, 17 Dec, 2016     1557
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპროქტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო, შპს „ინვეტ ფიდი“ გახსნა.


კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 700 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 350 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ კომპანიას საწარმოს მშენებლობისთვის 4,500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

„ინვეტ ფიდი“ სხვადასხვა ტიპის კონცენტრატსა და გრანულირებულ კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმო, რომელშიც 16 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 1400 ტონაზე მეტი კომბინირებული საკვების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. “ინვეტ ფიდი“ კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაამზადებს მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების საკვებს. სახელმწიფო პროექტების ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანად უწყობს ხელს რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში საერთაშორისო სტანდარტს HACCP მიიღებს. HACCP-ის სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 4550 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 50%-ის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო.

საწარმოს გახსნის ღონისძიებას მხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700 არსებული საწარმოს გადაიარაღება და 154 ახალი საწარმოს შექმნა.

2013 წლიდან „ერთიანი აგროპროქტის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიხსნა 6 ახალი საწარმო და გაფართოვდა 10 საწარმო. სრული ინვესტიციამ 2,589,644 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი 592,000 აშშ დოლარი, საკუთარი წილი კი 648,469 აშშ დოლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42