დილის 08:00 საათზე საავარიო ჯგუფის მიერ დასრულდა დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები და ეტაპობრივად დაიწყო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება
18:00 საათისთვის 34 000 აბონენტს უკვე მიეწოდება ბუნებრივი გაზი. მიწოდება სრულად 17 დეკემბრის 15:00 საათამდე აღდგება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" თხოვნით მიმართავს თავის აბონენტებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, რათა ბუნებრივი გაზის ჩართვის პროცესში მაქსიმალურად იქნას დაცული უსაფრთხოების წესები.
ამ პერიოდში „სოკარ ჯორჯია გაზი" - ს აჭარის რეგიონული ოფისი, სრული შემადგენლობით 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე 16 114 ან ვებ-პორტალზე www.mygas.ge.
მასალის გამოყენების პირობები






