კომპანია თელასის ცნობით, ავარიის პრევენციის მიზნით 19 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
დიდუბის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის I ჩიხის და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, თუმანიშვილის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის და შარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, ჯანაშვილის, შროშის, ქობულეთის, ერისთავის და კეკელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






