„ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპზე ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდება
საზოგადოება - 16:58, 16 Dec, 2016     2529
2017 წელს პროექტის „ახალი ტფილისი“ მეორე ეტაპი დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, აღმაშენებლის გამზირის შემდეგ პროექტი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს.

„მიუხედავად შემცირებული ასიგნებებისა, ჩვენ წლის დასაწყისში ველოდებით დამატებით თანხებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით დაახლოებით 15 მლნ ლარს, რაც დაემატება ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამასა და „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის წარმატებით განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ამასთან, პროექტის ფარგლებში გაგრძელდება ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია - პუშკინის #19 და ყავლაშვილის #5-7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 ყველაზე გამორჩეული სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებელზე ისტორიული ბაღების რეაბილიტაცია და ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე ნარიყალას ციხე-სიმაგრის მასშტაბური რესტავრაცია.

„ყველას მოგეხსენებათ, რომ „ახალი ტფილისი“ გახლავთ ძალიან დიდი და მრავალმხრივი მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მიმდინარე წელს დაიწყო და პირველი ეტაპი უკვე წარმატებით დასრულებულია! შესაბამისად, ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და პროექტის მეორე ეტაპი, სწორედ, 2017 წელს განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42