,,ქალბატონი ნესტან კირთაძე საოცარი ადამიანია, თქვენს გარდა ვერავინ შეძლებდა ამ წიგნის გამოცემას“ - ილია მეორის მადლობა
საზოგადოება - 20:08, 15 Dec, 2016     5015

დღეს, 15 დეკემბერს, საპატრიარქოში უნიკალური გამოცემის, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის - "ნათელი ქრისტესი. საქართველო" მე-3 ტომის პრეზენტაცია გაიმართა. მესამე ტომის სახელწოდებაა "მზიანი ღამე. პატრიარქი".

პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტრილოგიის იდეის ავტორი კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი კი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე.

"ქალბატონი ნესტან კირთაძე საოცარი ადამიანია. თქვენს გარდა ვერავინ შეძლებდა ამის გამოცემას" - ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა წიგნის პროექტის ავტორს.

უწმინდესის თქმით, "ტრილოგია გამოხატავს ჩვენს ინტელექტს, ჩვენს პოტენციალს, რა შეუძლია ქართველს გააკეთოს, როგორი დონეა ჩვენი აზროვნების".

"მე მახსენდება აღსაყდრების შემდეგ პირველი დღეები. არაფერი არ გვქონდა ჩვენ. მე მოვიწვიე საპატრიარქოში რამდენიმე მეცნიერი, მივეცი მათ მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალები და ვთხოვე, იქნება ქადაგებები მაინც ეთარგმნათ. ერთი-ორი კვირის შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს, ჩვენ ვერ ვთარგმნითო ამას, ქართველი მკითხველისთვის ნამეტანი უბრალოა ეს და ჯობია ჩვენ ვიფიქროთ ახალ გამოცემებზეო. მაშინ დაიბადა ეს იდეა. ეს ტრილოგია გამოხატავს ჩვენს ინტელექტს, ჩვენს პოტენციალს, რა შეუძლია ქართველს გააკეთოს, როგორი დონეა ჩვენი აზროვნების. შედეგი ჩვენს წინაშეა და ეს შედეგი საოცარია. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას, ვინც იშრომა და მოგიწოდებთ ყველას, ეს იყოს მხოლოდ დასაწყისი და ვიფიქროთ მომავალზე", - განაცხადა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42