„უჩინმაჩინის ქუდი“ 10 წლის შემდეგ
კულტურა - 15:25, 15 Dec, 2016     1908
„უჩინ-მაჩინის ქუდი“ სიცოცხლეს აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე დაიბრუნებს .
თეატრმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დედაქალაქის ისტორიულ უბანში-აბანოთუბანში 2004 წლიდან განაახლა ფუნქციონირება და იქ ახალ დადგმებთან ერთად, ძველი სპექტაკლების აღდგენაზეც მუშაობენ.
სულ მალე კი გ. ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდის“ პრემიერაზე უმასპინძლებენ მაყურებელს, რომელიც თითქმის 10 წელია დასს აღარ უთამაშია.
„უჩინ-მაჩინის ქუდი“ მაყურებლისთვის აზერბაიჯანულ ენაზე იქნება წარმოდგენილი და სპექტაკლში მხოლოდ ამ თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. სპექტაკლის რეჟისორია ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე.
პრემიერა 23 დეკემბერს, აკ. ხორავას სახელობის მსახიობის სახლის (საქართველოს თეატრალური საზოგადოება) სცენაზე გაიმართება და თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობებიც-ლეილა კასუმოვა, შეილა ჯაფაროვა, ფაზილ ბაირამოვი, ბინალი აკიპოვი, იზაბელა ალიევა და აისელ მამედოვა მაყურებელს იქ უმასპინძლებენ.
„ავარიული შენობის გამო მაყურებელს თეატრის ფაქტობრივ მისამართზე ვერ ვუმასპინძლებთ, რადგან არ გვაქვს დარბაზი და სცენა, სადაც მსახიობები ითამაშებენ და მანამ, სანამ ჩვენი თეატრი გარემონტდება და კეთილმოეწყობა, თბილისის სახვადასხვა თეატრებში ვმასპინძლობთ მაყურებელს. ჩვენი დასის მიერ აკ. ხორავას მსახიობის სახლის სცენაზე წარმოდგენილი არაერთი პრემიერა ახსოვს აზერბაიჯანული თეატრის გულშემატკივარს, მათ ამჯერადაც იქ ველოდებით“- განაცხადეს თეატრის პრესსამსახურში.

სპექტაკლი, რომელიც ცნობილი ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის პიესის მიხედვითაა შექმნილი, დედაქალაქის პროფესიულ თეატრალურ სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი პაუზის, აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე და რეპერტუარში კი 10 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაბრუნდება. გ. ერისთავმა ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა. იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი "ცისკარის" დამაარსებელი და რედაქტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42