საპატრიარქოში ქართველთა საუკუნის ტრილოგიის - ,, ნათელი ქრისტესი. საქართველო''-ს პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 14:52, 15 Dec, 2016     2387

დღეს, 15 დეკემბერს, საპატრიარქოში უნიკალური გამოცემის, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის - "ნათელი ქრისტესი. საქართველო" მე-3 ტომის პრეზენტაცია გაიმართა. მესამე ტომის სახელწოდებაა "მზიანი ღამე. პატრიარქი".

პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ქალბატონი ნესტან კირთაძე საოცარი ადამიანია. თქვენს გარდა ვერავინ შეძლებდა ამის გამოცემას" თქვა უწმინდესმა შესავალი სიტყვის ნაწილში.

"მე მახსენდება აღსაყდრების შემდეგ პირველი დღეები. არაფერი არ გვქონდა ჩვენ. მე მოვიწვიე საპატრიარქოში რამდენიმე მეცნიერი, მივეცი მათ მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალები და ვთხოვე, იქნება ქადაგებები მაინც ეთარგმნათ. ერთი-ორი კვირის შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს, ჩვენ ვერ ვთარგმნითო ამას, ქართველი მკითხველისთვის ნამეტანი უბრალოა ეს და ჯობია ჩვენ ვიფიქროთ ახალ გამოცემებზეო. მაშინ დაიბადა ეს იდეა. ეს ტრილოგია გამოხატავს ჩვენს ინტელექტს, ჩვენს პოტენციალს, რა შეუძლია ქართველს გააკეთოს, როგორი დონეა ჩვენი აზროვნების. შედეგი ჩვენს წინაშეა და ეს შედეგი საოცარია. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას, ვინც იშრომა და მოგიწოდებთ ყველას, ეს იყოს მხოლოდ დასაწყისი და ვიფიქროთ მომავალზე", - განაცხადა ილია მეორემ.

ტრილოგიის იდეის ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი კი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე.

სხვადასხვა დროის საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების მიერ შექმნილი ეს აკადემიური რარიტეტული გამოცემა მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და პარტნიორობით.

ტრილოგია დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

16 წლის მანძილზე იქმნებოდა ქართველთა საუკუნის ტრილოგია –“ნათელი ქრისტესი. საქართველო”, , რომლის უკვე გამოცემული ტომები, უკანასკნელი წლების მანძილზე ღირსეულად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე და პრეზენტაციებზე (პარიზი, ნიუ-იორკი, მოსკოვი, ტოკიო);

უკვე წლებია, კულტურის მსოფლიო დედაქალაქებში, სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებსა და მისთვის სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ქართველთა საუკუნის წიგნი ღირსეულად წარადგენს ჩვენს ქვეყანას და ყველგან გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს და საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს;

UNESCO -ს გენერალური დირექტორი სპეციალური წერილით გამოეხმურა ტრილოგიას და პარიზში UNESCO -ს შტაბ–ბინაში საგანგებო ადგილი მიუჩინა მას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II -მ საუკუნის წიგნი თავად ააბრძანა ათონის წმინდა მთაზე; წარგზავნა სინაზე, გადასცა მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტებსა და მუზეუმებს; პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ ტრილოგიის უკვე გამოცემული ტომები თავად გადასცა საჩუქრად კოლუმბიის, სორბონის, მოსკოვის, ოდესის, ათენის და სხვა უნივერსიტეტებს და ამჟამად ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო” მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების რარიტეტულ კოლექციებში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ქართველთა საუკუნის წიგნის მფლობელები არიან საქართველოს, აშშ-ის, ევროპის სახელმწიფოთა, რუსეთის ფედერაციის, ისრაელის პრეზიდენტები და პოლიტიკური ლიდერები, ინგლისის დედოფალი, მსოფლიოს პირველი დიპლომატები, რომის პაპი, მსოფლიო პატრიარქი და მსოფლიოს სულიერი ლიდერები; სხვადასხვა სფეროში აღიარებული ქართველი და უცხოელი მოღვაწეები, წარჩინებული ახალგაზრდები, წიგნის მხარდამჭერები.

ტრილოგიას მინიჭებული აქვს პრესტიჟული ჯილდო –“ოქროს პერგამენტი”;

ტრილოგია 16 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მასზე მუშაობა 2000 წელს დაიწყო. პირველი ტომი -2003 წელს, მეორე ტომი კი 2006 წელს გამოიცა.

ქართველთა საუკუნის ტრილოგიაში შესულია უნიკალური ხელნაწერები, ექსკლუზიური ფოტორეპროდუქციები, არქიტექტურული და სხვა სახელოვნებო ნიმუშები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42