ტრლოგიის იდეის ავტორია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე.
მთავარი კონსულტანტი და რედაქტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
სხვადასხვა დროის საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების მიერ შექმნილი ეს აკადემიური რარიტეტული გამოცემა მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და პარტნიორობით.
ტრილოგია დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
16 წლის მანძილზე იქმნებოდა ქართველთა საუკუნის ტრილოგია –“ნათელი ქრისტესი. საქართველო”, , რომლის უკვე გამოცემული ტომები, უკანასკნელი წლების მანძილზე ღირსეულად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე და პრეზენტაციებზე (პარიზი, ნიუ-იორკი, მოსკოვი, ტოკიო);
უკვე წლებია, კულტურის მსოფლიო დედაქალაქებში, სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებსა და მისთვის სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ქართველთა საუკუნის წიგნი ღირსეულად წარადგენს ჩვენს ქვეყანას და ყველგან გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს და საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს;
UNESCO -ს გენერალური დირექტორი სპეციალური წერილით გამოეხმურა ტრილოგიას და პარიზში UNESCO -ს შტაბ–ბინაში საგანგებო ადგილი მიუჩინა მას.
ქართველთა საუკუნის წიგნის მფლობელები არიან საქართველოს, აშშ-ის, ევროპის სახელმწიფოთა, რუსეთის ფედერაციის, ისრაელის პრეზიდენტები და პოლიტიკური ლიდერები, ინგლისის დედოფალი, მსოფლიოს პირველი დიპლომატები, რომის პაპი, მსოფლიო პატრიარქი და მსოფლიოს სულიერი ლიდერები; სხვადასხვა სფეროში აღიარებული ქართველი და უცხოელი მოღვაწეები, წარჩინებული ახალგაზრდები, წიგნის მხარდამჭერები.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II -მ საუკუნის წიგნი თავად ააბრძანა ათონის წმინდა მთაზე; წარგზავნა სინაზე, გადასცა მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტებსა და მუზეუმებს; პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ ტრილოგიის უკვე გამოცემული ტომები თავად გადასცა საჩუქრად კოლუმბიის, სორბონის, მოსკოვის, ოდესის, ათენის და სხვა უნივერსიტეტებს და ამჟამად ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო” მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების რარიტეტულ კოლექციებში გამორჩეულ ადგილს იკავებს.
ტრილოგიას მინიჭებული აქვს პრესტიჟული ჯილდო –“ოქროს პერგამენტი”;
მასალის გამოყენების პირობები






