ფინალურ გათამაშებამდე, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მომენტალურ გათამაშებაში ჩაერთონ და ფულადი პრიზები და სუპერპრიზის ბილეთები მოიგონ. ამ დროისთვის ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით 1400-ზე მეტი ფულადი პრიზი გათამაშდა (5 000, 500, 100, 50, 20, 10, და 5 ლარიანი ფულადი პრიზები) და საპრიზო ფონდმა 31 500 ლარზე მეტი შეადგინა. მომენტალურ გათამაშებაში მონაწილეობა მომხმარებლებს 31 დეკემბრამდე შეუძლიათ.
გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. ის მომხმარებლები, რომლებიც ინტერნეტ და მობაილბანკით ნებისმიერ ტრანზაქციას განახორციელებენ, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებიან. რაც უფრო მეტ ტრანზაქციას განახორციელებენ ან შეიძენენ სხვადასხვა სახის პროდუქტს ინტერენტ და მობაილბანკით, უფრო მეტი შანსი აქვთ მოიგონ მომენტალური ფულადი პრიზები, დააგროვონ სუპერპრიზის გათამაშების ბილეთები და გახდნენ სუპერპრიზის მფლობელები. მობაილბანკით სარგებლობისას, სუპერპრიზის გათამაშების ბილეთების რაოდენობა ორმაგდება.
სუპერპრიზების - ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მფლობელები 31 დეკემბერს, 20:16 წუთზე გამოვლინდებიან.
ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გათამაშების ვებგვერდზე: www.raffle.ge
მასალის გამოყენების პირობები






