რისი სჯერათ ქართველებს?!
საზოგადოება - 18:11, 14 Dec, 2016     895
პორტალის www.arsebobs.ge -ს რაოდენობრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ძირითად ნაწილს იმის სჯერა, რისიც უნდა სჯეროდეს. ანონიმურმა გამოკითხვამ, რომელმაც 15 000 -ზე მეტი ადამიანი მოიცვა, დაადგინა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, სტანდარტულ რაღაცეებთან ერთად, ბევრი წარმოუდგენელი რამისაც სჯერა.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დაუჯერებელ რამეს, რისიც სჯერათ ქართველებს:

10. გამოკითხულთა 40 %-ს სჯერა, რომ ბაზალეთის ტბის ძირას მართლაც ირწევა ოქროს აკვანი.

9. 46%-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ელარჯისგან დაწნული ჰამასკის არსებობის სჯერა.

8. გამოკითხულთა ნახევარს მყარად სჯერა მწვანეთვალება სანტას არსებობის.

7. 52%-ს უკურკო საზამთროს არსებობის სჯერა.

6. 64%-მა პროცენტმა მტკიცედ განაცხადა, რომ ამირანის ჯაჭვი არსებობს.

5. 71%-მა უყოყმანოდ უპასუხა, რომ მე-8 ნოტი არსებობს.

4. 79% არც კი დაფიქრებულა, ისე უპასუხა, რომ ფელამუშის კოშკი არსებობს.

3. 81 %-ს ეჭვიც არ შეპარვია ბუხრების მწმენდავი სანტას არსებობაში.

2. 92 % დაეთანხმა კითხვას, რომ ჩიტის რძე არსებობს.

გარდა საიტისა www.arsebobs.ge, სოციალური გვერდის www.facebook.com/arsebobs საშუალებით შერჩეულ იქნა რამდენიმე “აგენტი” ჩაღრმავებული ინტერვიუსთვის, რომელიც სრულიად ბუნებრივად, პირად ჩატში საუბრისას არკვევდა, თუ რისი სჯეროდა მის რესპონდენტს.

მთლიანობაში, პირველ ადგილზე გავიდა კითხვა, რომელსაც გამოკითხულთა 98%-მა დადებითად უპასუხა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა ჩაფიქრებისთანავე ასრულებული სურვილის.

კვლევის განახლებულ შედეგებს www.arsebobs.ge ხვალ, 15 დეკემბერს წარმოადგენს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42