ხვალ ქართველთა საუკუნის ტრილოგიის - ,, ნათელი ქრისტესი. საქართველო''-ს პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 18:03, 14 Dec, 2016     3255
15 დეკემბერს, 13:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება უნიკალური გამოცემის - ქართველთა საუკუნის ტრილოგიის - ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო''-ს პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქი ილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოება და მედია.

ტრლოგიის იდეის ავტორია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე.

მთავარი კონსულტანტი და რედაქტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

სხვადასხვა დროის საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების მიერ შექმნილი ეს აკადემიური რარიტეტული გამოცემა მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და პარტნიორობით.

ტრილოგია დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

16 წლის მანძილზე იქმნებოდა ქართველთა საუკუნის ტრილოგია –“ნათელი ქრისტესი. საქართველო”, , რომლის უკვე გამოცემული ტომები, უკანასკნელი წლების მანძილზე ღირსეულად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე და პრეზენტაციებზე (პარიზი, ნიუ-იორკი, მოსკოვი, ტოკიო);

უკვე წლებია, კულტურის მსოფლიო დედაქალაქებში, სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებსა და მისთვის სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ქართველთა საუკუნის წიგნი ღირსეულად წარადგენს ჩვენს ქვეყანას და ყველგან გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს და საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს;

UNESCO -ს გენერალური დირექტორი სპეციალური წერილით გამოეხმურა ტრილოგიას და პარიზში UNESCO -ს შტაბ–ბინაში საგანგებო ადგილი მიუჩინა მას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II -მ საუკუნის წიგნი თავად ააბრძანა ათონის წმინდა მთაზე; წარგზავნა სინაზე, გადასცა მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტებსა და მუზეუმებს; პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ ტრილოგიის უკვე გამოცემული ტომები თავად გადასცა საჩუქრად კოლუმბიის, სორბონის, მოსკოვის, ოდესის, ათენის და სხვა უნივერსიტეტებს და ამჟამად ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო” მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების რარიტეტულ კოლექციებში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ქართველთა საუკუნის წიგნის მფლობელები არიან საქართველოს, აშშ-ის, ევროპის სახელმწიფოთა, რუსეთის ფედერაციის, ისრაელის პრეზიდენტები და პოლიტიკური ლიდერები, ინგლისის დედოფალი, მსოფლიოს პირველი დიპლომატები, რომის პაპი, მსოფლიო პატრიარქი და მსოფლიოს სულიერი ლიდერები; სხვადასხვა სფეროში აღიარებული ქართველი და უცხოელი მოღვაწეები, წარჩინებული ახალგაზრდები, წიგნის მხარდამჭერები.

ტრილოგიას მინიჭებული აქვს პრესტიჟული ჯილდო –“ოქროს პერგამენტი”;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42