შემოქმედიის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ქალაქის მერიასა და ეპარქიას შორის ყოველგვარი გაუგებრობა სრულად იქნა ამოწურული:
"12 დეკემბერს, ოზურგეთის მერიისა და შემოქმედის ეპარქიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა. გადაწყდა რომ მუშა ჯგუფმა ფინანსისტებთან ერთად, დეტალურად განიხილოს მერიის მხრიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვითი ნაწილი და ანგარიში. გვინდა განვაცხადოთ, რომ შემოქმედის ეპარქია მზადყოფნას გამოთქვამს ასევე მოხდეს შეთანხმება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ეპარქია მიესალმება იმ ფაქტს, რომ ყოველგვარი გაუგებრობა ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგის გზით გადაწყდა და სრულად იქნა ამოწურული . ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის ,საქართველოს სულიერი და ფიზიკური სიძლიერისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ამინ!"- ნათქვამია
შემოქმედის ეპარქიის პრესცენტრის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






