გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის განხილვის მიზნით ბოლნისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 10:17, 13 Dec, 2016     1562

ბოლნისის მუნიციპალიტის გამგეობების შენობაში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის განხილვის მიზნით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასმათავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) - ის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უცხოელ ექსპერტებთან ორწლიანი მუშაობის შემდეგ, შეიმუშავა კანონპროექტის - ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი" სამუშაო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას არსებულ კანონმდებლობაში და ახალი რეგულაციების შემოტანას.

CENN გერმანული ფონდის Bread for the World ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს რეგიონულ პროექტს ,,გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში", რომლის ფარგლებში, სამ მუნიციპალიტეტში ბოლნისში, ტყიბულსა და ჭიათურაში გაიმართება გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის საჯარო განხილვები.

კოდექსის განხილვაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა, გარემოსდაცვითმა ექსპერტებმა და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

რეგიონებში ღია განხილვების მოწყობის მიზანია დაჩქარდეს კოდექსის საპარლამენტო განხილვა და შემდგომში არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდია სამთო-მოპოვებითი მრეწველობის თანამედროვე და სამომავლო ეკონომიკური ზემოქმედების რისკი ბუნებრივ, კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკურ გარემოზე. უარყოფითი ზემოქმედების რისკები დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთან, წიაღისეულის მოპოვების არეალის გარშემო – სხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობების (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვ.) განხორციელების შეზღუდვასთან, რელიეფის დეგრადაციასთან, ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურებასთან, ფლორისა და ფაუნის მნიშვნელოვანი სახეობების განადგურებასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებასთან ან განადგურებასთან და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42