ხულოს რაიონის დიდ უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობის გამო, გადაადგილება ჭირდა როგორც მანქანებით, ასევე ფეხით, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურმა სამსახურმა მოახერხა შეძლებისდაგვარად დროულად მოეხდინა სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკურ სამსახურს, მუშაობაში ეხმარებოდა დამატებითი ტექნიკური ბრიგადები კომპანიის სხვა ფილიალებიდან. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, ზემო აჭარაში ამინდის გაუარესება კვლავ მოსალოდნელია. კომპანიის ტექნიკური სამსახური მზადყოფნაშია, დაზიანებების შემთხვევაში ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება აწარმოოს არდგენითი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები






