თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრები გრძელდება
საზოგადოება - 17:20, 12 Dec, 2016     1747
დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. დღეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა კონტრაქტორ კომპანიასთან, შპს „უნივერსალ მენეჯმენტთან“ ერთად სანიტარული ჭრები კერძო ტერიტორიაზე განახორციელა.

შპს „ლისი დეველოპმენტის“ თანხმობით, მისსავე ტერიტორიაზე, ლისის ტბის მიმდებარედ, 200-მდე გამხმარი და დაავადებული ხე მოიჭრა. სამუშაოები სპეციალისტებისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი - აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას, მცენარეული საფარის ხმობას.

მიმდინარე წელს, ჯამში, 55 ათასი ძირი დაზიანებული ხე-მცენარე მოინიშნა, საიდანაც 40 ათასზე მეტი უკვე მოიჭრა.

2013-2015 წლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით, თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების კვლევისას შემდეგი მავნებლები დაფიქსირდა: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.

2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც რეაგირების ღონისძიებების გეგმა იქნა შემუშავებული.

თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ჯანსაღი მცენარეების დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სანიტარული ჭრები მომავალშიც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42