კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოს რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ლისის (ნაწილობრივ) და მინდელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის (ორხევი) ქუჩის მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, 8 მარტის, გერცენის, ბროსეს, თაბუკაშვილის, ლაღიძის და ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






