პროექტის ფარგლებში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო ტურები რომლებშიც მონაწილეობა იმ მოსწავლე ახალგაზრდებმა მიიღეს, რომლებიც ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების მიერ წლის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსებში იღებდნენ მონაწილეობას.
10 დეკემბერს მოეწყო რელიგიური ტური, მოსწავლე-ახალგაზრდები გაეცნენ ძველი და ახალი თბილისის სამლოცველოებს, ისინი იმყოფებოდნენ კათოლიკურ ეკლესიაში, მეჩეთში, სინაგოგაში, სომხურ და მართლმადიდებულ ეკლესიებში.
11 დეკემბერს მოეწყო შემეცნებითი ტური სვანეთში, სადაც პროექტის მონაწილეები გაეცნენ სამთო და ზამთრის ტურიზმს.
პროექტი შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება, შეხვედრა რომელსაც დაესწრებიან მოსწავლე ახალგაზრდები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები, 12 დეკემბერს 15:00 საათზე მერიის სააქტო დარბაზში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






