ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერებაზე კონსულტაციის გაწევის ინტერესი 4 კომპანიამ გამოხატა
საზოგადოება - 12:32, 12 Dec, 2016     911
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა. სამინისტროში განაცხადი 4 კომპანიამ წარმოადგინა, ესენია: TUV SUD DOGUS; PANTEYA SPECTRUM CONSULTUNG; SGS SA; TUV HELLAS S.A.

აღნიშნული კომპანიების მიერ შემოტანილი წინანადებების დალუქული პაკეტები ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველ სხდომაზე გაიხსნა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობდა.

„ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 8 დეკემბერი, შესაბამისად, 9 დეკემბერს გავმართეთ კომისიის პირველი სხდომა, რომელიც განიხილავს წარმოდგენილ განაცხადებს. დაინტერესება გამოხატა ოთხმა კომპანიამ, კომისია უკვე შეუდგა მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების დამუშავებას. გამარჯვებული კომპანიის შერჩევის ბოლო ვადა არის 2016 წლის 30 დეკემბერი. იმედს ვიტოვებთ, რომ რომელიმე კომპანია დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს და პირობებს, რაც იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვაში და ჩვენ შევძლებთ, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ, განხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის მხარდაჭერით“ - განაცხადა დავით ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიების მოწვევის მიზნით აღნიშნული ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 7 ნოემბრის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული პირობების შესაბამისად და მიზნად ისახავს კომპანიის შერჩევას, რომელიც დაეხმარება საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42