"ხალხი ხალხისათვის" - მეტი ვიდრე უბრალო სიტყვები
საზოგადოება - 11:44, 12 Dec, 2016     7797

"ხალხი ხალხისათვის" - არის არა უბრალოდ სიტყვათა ლამაზი შეთანხმება ან ლამაზი დევიზი, ეს არის ახალი ქართული კომპანია რომლის უპირველესი მიზანი, მთელი საზოგადოების და პლანეტის კეთილდღეობა.

იბადება კითხვა: როგორ აღწევს კომპანია „ხალხი ხალხისათვის“ ამას?

ამ და სხვა საკითხებზე, კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი შერვაშიძე, გვესაუბრება- კომპანიამ დაისახა თავის მიზნად მდგრადი განვითარება, და ამიტომ მას მოჰყავს ისეთი აგრო კულტურები, მოყვანა-გაშენება, რომელიც არამხოლოდ კომერციულად მომგებიანია, არამედ მდგრადი განვითარებისა და საყოველთაო კეთილდღეობის საწინდარი და გარანტიაა.

ეს კულტურები გახლავთ სწრაფად მზარდი პავლონიას ხეები და ტიბეტური შვინდი „გოჯი ბერი“. სწრაფად მზარდი ხე - პავლონია, მწვანე საფარის არამხოლოდ შენარჩუნების არამედ გაზრდის ერთ-ერთი საშუალებაა. მისი მერქანი, გამოიყენება როგორც მშენებლობასა და ავეჯის წარმოებაში ასვე ქაღალდის და კოსმეტიკურ მრეწველობაში. ხე, დარგვიდან შეიძლება 7-8 წელიწადში მოიჭრას. მერქნის კუბური მეტრის ფასი 300 დან 700 აშშ დოლარამდე მერყეობს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ხის ზემოქმედება გარემოზე: იგი 10 ჯერ უფრო მეტ ნახშირორჟანგს გადაამუშავებს, ვიდრე საშუალო ფოთლოვანი ხე, მაგალითად საქართველოში გავრცელებული წიფელი.

მეორე უმნიშვნელოვანესი კულტურა გახლავთ ტიბეტური შვინდი, რომელიც მსოფლიოში გოჯი ბერის (Gogi Berry) სახელიტ არის ცნობილი. მსოფლიოსთვის, სულ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი ამ უნიკალური მცენარის შესახებ. იგი წარმოადგენს C-ვიტამინის უშრეტ წყაროსა და წონის დაკლების უნიკალურ ბუნებრივ საშუალებას. ტიბეტური შვინდი, ფართოდ გამოიყენება ევროპელი და ამერიკელი დიეტოლოგების მიერ, წონის კორექციისთვის სხვა და სხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ტრადიციული ჩინური და ტიბეტური მედიცინა, გოჯის კენკრას განიხილავს როგორც მამაკაცის ლიბიდოს და სიძლიერის ასამაღლებელ საშუალებას.

ხალხი ხალხისათვის - არა მხოლოდ კომპანიის სახელწოდებაა, არამედ კომპანიის ფილოსოფიის ქვაკუთხედი. ვალდებულება და აუცილებლობა იმისა, რომ საზოგადოების ყოველი წევრი სიკეთის მომტანი იყოს საზოგადოებისათვის, ისევე როგორც საზოგადოება ზრუნავდეს მის ყველა წევრზე. მხოლოდ ამ გზით შესაძლებელია საზოგადოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების მიღწევა. კომპანია „ხალხი ხალხისათვის“, არა მხოლოდ თავად არის დაკავებული ამ და სხვა მრავალი კულტურის გაშენებით, არამედ ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ამ კულტურებში ინვესტიციის განხორციელებას და ამ კულტურების გაშენებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42