ათწლეულების წინ, თბილისში იყო შემთხვევები, როდესაც ღვინის მოყვარულმა ადამიანებმა ქვევრები მრავალსართულიანი კორპუსების მაღალ სართულებზე აიტანეს და იქ ღვინოსაც აყენებდნენ. თუმცა, ის იყო ცალკეული შემთხვევები და ეს ყველაფერი ერთი ან მაქსიმუმ ორ ქვევრის ზემოთ არასოდეს წასულა. მაგრამ ის რაც თბილისში, ვეძისში, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა, შეიძლება დასაჯერებლადაც კი რთული იყოს.
სპეციალობით ექიმებმა, ზურა ნატროშვილმა და ზაზა ნოზაძემ მცირე მარანი და ღვინის ბარ–რესტორანი, მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე დააფუძნეს და იქვე, 40–ზე მეტი ქვევრი ჩაყარეს. ამდენი ქვევრი კორპუსის სახურავზე კი არა, ალბათ ზოგიერთ ჩვეულებრივ მარანშიც კი იშვიათად გვინახავს და მთელი უცნაურობა ისიცაა, რომ ეს ქვევრები და მარანი მთელს ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს და გვარწმუნებს, რომ ღვინისა და მეღვინეობის სიყვარული ადამიანს ხშირად სრულიად წარმოუდგენელ რამესაც კი გააკეთებინებს.
სრულად იხილეთ allwine.ge
მასალის გამოყენების პირობები






