გახდი თოვლის ბაბუა!
საზოგადოება - 11:13, 12 Dec, 2016     2045
მალე დადგება ახალი წელი. საახალწლოდ ყველა ბავშვი ოცნებობს, ის საჩუქრები მიიღოს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა.

მაგრამ, სამწუხაროდ ყველა პატარა ვერ მიიღებს საახალწლო სიურპრიზს... მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებში, მშობლებს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ, რა აჭამონ და როგორ გაათბონ პატარები, საჩუქრების ყიდვაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამიტომ ახალი წელი, მათი შვილებისთვის ისეთივე ნაცრისფერი და არაფრით გამორჩეული დღეა, როგორც წელიწადის სხვა დანარჩენი დღეები. საჩუქრებს, სადღესასწაულო სუფრებს და ტკბილეულს, მხოლოდ მეზობლებთან ან მეგობრებთან ნახავენ...

საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ თქვენი დახმარებით უამრავ, გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პატარას სანუკვარი ოცნება აუსრულა!

წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია, ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფმა ბავშვევბმა საახალწლოდ თოვლის ბაბუას თავიანთი სურველები დაუხატეს. ზოგი სათამაშო მანქანაზე ოცნებობს, ზოგს ფუმფულა სათამაშო უნდა, ზოგი კი ლამაზ თოჯინას ნატრობს!

ვაჩუქოთ ბავშვებს მომავლის იმედი და დავარწმუნოთ ისინი, რომ სასწაულები შეიძლება მათ ცხოვრებაშიც მოხდეს!

თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო პროექტში „გახდი თოვლის ბაბუა“ შეგიძლიათ სათამაშოები მოიტანოთ ჩვენს ოფისში (თბილისი, ვაზისუბნის ქ. 36) ან გადმორიცხოთ თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: საახალწლო საჩუქრები).

საჩუქრების გადაცემის ამსახველ დაწვრილებით ფოტომასალას და ანგარიშს გამოვაქვეყნებთ ჩვენი ფონდის ვებ–გვერდზე და ფეისბუქზე.

ერთად ვაკეთოთ სიკეთე წელიწადის ყველაზე არაჩვეულებრივ დროს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42