თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები განესაზღვრა
საზოგადოება - 19:16, 10 Dec, 2016     17427

პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ 16 სამშობიარო კლინიკას დონეები განესაზღვრა. დაწესებულებების ხელმძღვანელებს კი ამის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული პროცესი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტია და სამშობიარო კლინიკების შეფასებას გულისხმობს.

დონის განსაზღვრის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება პაციენტს კომპეტენციის შესაბამის სერვისს მიაწვდის. სისტემა ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის სერვისების მიწოდებას მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს.

სამშობიარო კლინიკების დონეების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ მონიტორინგის მექანიზმი და ინდიკატორები შეიმუშავა. თითოეული შემთხვევა პაციენტის ექიმთან კონტაქტის წუთიდან შეისწავლება.

„თითოეული გარდაცვალების და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი შემთხვევა პაციენტის ექიმთან შეხების წუთიდან შეისწავლება. პაციენტი შესაბამის ადგილას, შესაბამის დროს, კვალიფიციურ დახმარებას მიიღებს, რაც დედათა და ბავშვთა სიკვდილობას შეამცირებს“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

რეგიონალიზაციის პროცესი წელიწადზე მეტია დაიწყო. დონეების განსაზღვრა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

პერინატალური რეგიონალიზაცია, როგორც სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სტანდარტი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უკვე მოქმედებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42