გოდერძის სათხილამურო კურორტის ზამთრის სეზონი 10 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარისუმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტებისგანვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი დაესწრნენ.
ოფიციალური ღონისძიების ფარგლებში კურორტზე სპეციალური განათებები და დეკორაციები მოეწყო და მოთხილამურეთა საჩვენებელისრიალი გაიმართა.სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეული იყო ანიმატორთა ჯგუფი, რომლებმაც სტუმრებს გასართობი სანახაობები შესთავაზა.
კურორტზე ამ ეტაპზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. საბოლოოგეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ ორიმაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება დაერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტში 100ადგილობრივი დასაქმდა. კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელიკომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა. კურორტ „გოდერძზე“ კიდევ ერთი 150ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერის“ მშენებლობა დაიწყო,რომლის ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტით 15მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმროში რესტორანი,საკონფერენციო დარბაზი,გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. ტერიტორიაზე 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლაა. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366მეტრია. აჭარის მთავრობისა და საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგად კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმისძირითად ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია. კურორტის სამომავლო განვითარება სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვითგანხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






