მაკლარებმა ეს დასკვნა 9 დეკემბერს წარუდგინა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს. ექსპერტები ასევე საუბრობენ 500-მდე გაყალბებულ დოპინგ ტესტზე, რომელიც მოსკოვის ლაბორატორიამ წარუდგინა აღნიშნულ ორგანიზაციას.
რამდენად არის ჩართული ამ პროცესში რუსეთის სპორტის სამინისტრო და სხვა მაღალჩინოსნები, ამის შესახებ ექსპერტებს პირდაპირი დამადასტურებელი ფაქები არ აქვთ. თუმცა, მაკლარენი ვარაუდობს, რომ ამ საქმეში პირდაპირ ჩართული იყო რუსეთის მთავრობის ვიცე პრემიერი და ყოფილი სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო. მაკლარენი ასევე საუბრობს, რომ რუსეთში სპორტული წარმატებები პოლიტიკის რანგში არის აყვანილი და ამ მანიპულაციებში ФСБ-ც არის ჩართული.
ექსპერტების დასკვნით, ეს მანიპულაციები ფართოდ გამოიყენებოად ლონდონის და სოჭის ოლიმპიადებზე, ასევე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა 2013 წელს.
დასკვნაში აშკარად არ არიან დასახელებული ის სპორტსმენები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად აღწევდნენ წარმეტებებს. თუმცა თითოეულ მათგანს კონკრეტული ნომერი აქვს მინიჭებული და მათი გვარები შესაბამის სპორტულ ფედერაციებს გადაეცემათ, რომლებიც თავად გადაწყვეტენ მათ გამოქვეყნებასაც და შესაძლო სასჯელსაც.
რაც შეეხება სპორტსმენების წინააღმდეგ აქამდე არსებულ სანქციებს, ისინი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაახანგრძლივა.
კომიტეტი ასევე მოუწოდებს სპორტის ზამთრის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებს, რუსეთში დაგეგემილი შეჯიბრებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებისკენ.
მასალის გამოყენების პირობები