წინანდალში, მეუღლის მკვლელობის შემდეგ, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა
კრიმინალი - 00:42, 10 Dec, 2016     11021
მეუღლის თვითმკვლელობაში ეჭვმიტანილმა 1984 წელს დაბადებულმა ა.ბ-მ მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მას თელავის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ის ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშაა.

როგორც უწყებიდან ,,ნიუპოსტს“ აცნობეს, ,,თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108- ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საღამოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, 1984 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილი მეუღლე - 1987 წელს დაბადებულ ე.შ. თავის საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღით თვითმკვლელობა სცადა. კერძოდ, თავის არეში, სანადირო თოფიდან გასროლით თავი დაიჭრა. იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს მიმართ, ყოფილ მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა. მოსამართლემ ა.ბ-ს 30 დღის განმავლობაში ე.შ-სთან მიახლოვება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა. რასაც ა.ბ. არ დაემორჩილა. უფრო ადრე, 2016 წლის 21 ნოემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა. ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე ნაწილის მესამე და მეოთხე ნაწილით). თელავის რაიონული პროკურატურის მიერ, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვილი იქნა პატიმრობა, მაგრამ თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს საპატიმრო გირაო 8000 ლარი შეუფარდა, რომელიც მან გადაიხადა და 2016 წლის 1 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა", - აღნიშნულია შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42