,,კაცი ცუდად გახდა და ნიჩბებით ვწმინდეთ გზა“ – ჩოხატაურის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს
საზოგადოება - 15:08, 09 Dec, 2016     5731
ჩოხატაურის სოფლებში, ქვაბღა, ჩხაკაურასა და ზოტში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. ჩოხატაურის გამგეობაში გვეუბნებიან, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება და ორხიდიანი მანქანებისთვის გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა.

ადგილობრივები კი, სწორედ გადაადგილების დროს არსებული შეფერხებების გამო შექმნილ პრობლემაზე საუბრობენ.

"გურიის მოამბეს" ჩხაკაურად აცნობეს, რომ გუშინ, გაუწმენდავი გზების გამო ავადმყოფის საავადმყოფომდე ჩაყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ შეძლეს, რადგან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სამანქანო გზის გაჭრას:

"ერთ-ერთ ოჯახში კაცი გახდა ცუდად, აუცილებელი იყო გადაგვეყვანა საავადმყოფოში, მაგრამ გზა იყო გაუწმენდავი და რამდენიმე საათი ნიჩბებით ჩვენი ძალებით მოგვიხდა მისი გაწმენდა. ძვლივს ჩამოვიყვანეთ ავადმყოფი ცენტრამდე".

ჩხაკაურელების პროტესტს არ ეთანხმება გამგებელი ირაკლი კუჭავა, რომელიც გვეუბნება, რომ გზებზე თოვლი დღეში რამდენჯერმე იწმინდება და გადაადგილების პრობლემა არც ერთი მიმართულბით არ არსებობს:

„ორჯერ გაიწმინდა აღნიშნული გზის მონაკვეთი და მთელი დღის განმვლობაში მიმდინარეობდა გზების გაწმენდა ყველა სოფლის მიმართულებით, შეფერხებები არ ყოფილა. ერთი დღეც არ შეწყვეტილა გზაზე მოძრაობა ორხიდიანი მანქანებისთვის. მიუხედავად ამისა, თოვლის საფარმა თითქმის ორ მეტრს მიაღწია. პაციენტი რომელიც ცუდად გახდა, მასთან ექიმი ექიმი ორჯერ მივიდა.“ - განუცხადა „გურიის მოამბეს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ.

გამგებლის განცხადებით, მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობას, მიუხედავად დიდთოვლობისა, პრობლემები არ შექმიათ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებითაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42