„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბორჯომში 150 000 ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს
საზოგადოება - 13:31, 09 Dec, 2016     2517
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. კომპანია ბორჯომში 150 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2 კმ სიგრძის, ახალი მიწისქვეშა საკაბელო ხაზი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბორჯომის ცენტრის ენერგომომარაგების საიმედოობას.

დღეს, ბორჯომში კომპანიის მენეჯმენტი ჩავიდა და ადგილზე დაათვალიერა სამუშაოების მიმდინარეობა. ამჟამად, მიწისქვეშა ქსელის მოწყობის სამუშაო ინტენსიურად გრძელდება და მომავალი კვირის დასაწყისში დასრულდება. სამუშაოების წარმოება ბორჯომში, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას არ გამოიწვევს.

ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში, გასულ თვეს ენერგო-პრო ჯორჯიამ ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა ბაკურიანსა და გუდაურში. ბაკურიანში აშენდა ორი ახალი საფიდერო ხაზი, მოეწყო ახალი მიწისქვეშა საკაბელო სისტემა, განხორციელდა ქვესადგურებისა და გამანაწილებელი პუნქტების რეაბილიტაცია. რაც შეეხება გუდაურს - აქ განხორციელდა მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა მაღალი ძაბვის საყრდენი ბოძები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატრანსფორმატორო პუნქტებს. ბაკურიანის ენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 500 000 ლარამდე, ხოლო გუდაურის ქსელის რეაბილიტაციისთვის 20 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42